„მსოფლიო ხალხთა ზღაპრები“ - ჯვარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
10-03-2025

ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას მრავალფეროვან მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ. მათ შორის აღსანიშნავია პროექტებით სწავლება, რომელიც მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა. 

აღსანიშნავია, პროექტი - „მსოფლიო ხალხთა ზღაპრები“, რომლის თემა იყო - „ილაპარაკე არა იმაზე, თუ რა წაიკითხე, არამედ იმაზე თუ რა გაიგე!“.

პროექტში მე-9 და მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

პროექტის ხელმძღვანელი მაია გეთია გახლავთ, რომელიც მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო პროცესით ანებივრებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203