
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლაში სკოლაში სასწავლო წელი დახუნძლულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით. აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები.
მათ შორის აღსანიშნავია ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს - დედებსა და მასწავლებლებს დღესასწაული ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს, გამოხატეს მადლიერება და ხოტბა შესხეს მათ შრომასა და ამაგს, უსურვეს ჯანმრთელობა და ბედნიერ დღეთა სიმრავლე.
ბავშვებმა დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
„მუდამ გაზაფხული ყოფილიყოს თქვენს გულებში და თვალებში... იხარეთ იბედნიერეთ და რაც კი ლამაზი ოცნებები გაქვთ, ყველას ლამაზად აგსრულებოდეთ... ბედნიერი გამყოფოთ უფალმა ყველა მშვენიერებო“,- ასეთია სასკოლო საზოგადოების სურვილები.
იხილეთ ფოტოები: