მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მდგრადი განვითარების მიზნების კლუბი დაცული ტერიტორიების სააგენტოს ესტუმრა
10-03-2025

მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი.

სკოლაში წარმატებით მუშაობს „მდგრადი განვითარების მიზნების კლუბი“, რომელსაც გეოგრაფიის მასწავლებელი ქეთევან რაზმაძე ხელმძღვანელობს. 

ახლახან, სკოლის მდგრადი განვითარების მიზნების კლუბის წევრები (ხელმძღვანელი-გეოგრაფიის მასწავლებელი ქეთევან რაზმაძე) თბილისში არსებულ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ესტუმრნენ. 

სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის მიზანი იყო, გარემოსდაცვითი განათლების საკითხების გააზრებასთან ერთად, დარგის სპეციფიკის გაცნობა და საქართველოს დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მნიშვნელობის გაცნობიერება. 

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელმა - ნატა სულთანიშვილმა საინტერესოდ წარმართა საინფორმაციო ვებინარი. მოსწავლეებს ესაუბრა ტერიტორიების  დაცვისა და მოვლის იმ მეთოდებზე, რომლებიც ამ ტერიტორიებზე გამოიყენება, ისაუბრა ახლადშექმნილი დაცული ნაკრძალების შესახებ  და, ასევე, სად იგეგმება ახალი ლანდშაფტების დაარსება. 

გარემოსდაცვითი საკითხების ცნობადობის გაზრდის მიზნით, კლუბი სამომავლოდ გეგმავს, კლუბის ლიდერმა მოსწავლეებმა  ვებინარზე მოსმინილი და დაცული ტერიტორიების სააგენტოში ვიზიტის შედეგად  მიღებული ცოდნა  შეაჯერონ და სასკოლო საზოგადოებას გააცნონ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203