ალპანის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა 
10-03-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგების მხარდაჭერით, სხვადასხვა კონკურსში აქტიურად მონაწილეობენ, რაც მათი ცოდნისა და შესაზლებლობების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურება. 

7 მარტს, სკოლაში ჩატარდა გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ჩემპიონატი. 

თამაში საინტერესოდ წარიმართა.  ერთ სივრცეში განლაგებულმა გუნდებმა უპასუხეს წამყვანის მიერ გაჟღერებულ შეკითხვებს.

თემატიკა იყო ზოგადი, შეკითხვები კი დაფუძნებული ლოგიკურ და ანალიტიკური აზროვნების უნარზე.

პირველადგილოსანმა გუნდმა სახელწოდებით -„მინიონები“ მოიპოვა სკოლის ჩემპიონის ტიტული.

გუნდი სკოლის სახელით მუნიციპალურ ტურში მიიღებს მონაწილეობას. 

„წარმატებები ჩვენს მოსწავლეებს. მართლაც, ძალიან ლოგიკურები, აზრიანები და გონიერები ხართ! მადლობა!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს შემდეგ ეტაპზე წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...