„სუფთა გარემო“ - თბილისის N28 საჯარო სკოლის VII-VIII კლასებში საინტერესო პროექტი განხორციელდა
12-03-2025

თბილისის N28 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე რუნავენ და ამ მიზნით არაერთ აქტივობასა და ღონისძიებას სთავაზობენ. 

ახლახან, სკოლის VII-VIII კლასებში, სამოქალაქო განათლების პროექტის ფარგლებში, განხორციელდა  პროექტი - „სუფთა გარემო“, რომელიც გარემოს დაცვასა და უსაფრთხოებას ეხებოდა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან გარემოს დაცვა მთელს მსოფლიოში აქტუალური პრობლემაა. ამასთან დაკავშირებით, დღეს ყველა შეგნებულ ადამიანს გააზრებული აქვს, რომ სუფთა გარემო ჩვენი და ჩვენი შთამომავლობის ჯანსაღი მომავალია.

პროექტის მიზანი შემდეგია - მოსწავლეები გააცნობიერებენ სუფთა გარემოს მნიშვნელობას, შეძლებენ გარემოს დაბინძურების შედეგად გამოწვეული შედეგების განსაზღვრას, გამოუმუშავდებათ კომუნიკაციის, თანამშრომლობის უნარ-ჩვევები.

პროექტი განხორციელდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესაბამისად. პროექტს პედაგოგი ია ტუშური ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203