
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დახუნძლულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით. აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები.
მათ შორის აღსანიშნავია დედის დღისადმი მიძღვილი მოსწავლეთა გულწრფელი ემოციებით, სიყვარულითა და სითბოთი აღსავსე ღონისძიება.
მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით გამოხატეს დედებისადმი მადლიერება და სიყვარული. მათ დედებს 3 მარტი მიულოცეს და დღეგრძელობა და ბედნიერ დღეთა სიმრავლე უსურვეს.
ბავშვებმა ასევე დედის როლი და ამაგი აღნიშნეს და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
ღონისძიებას ორგანიზებმა პედაგოგმა სოფო მიქიაშვილმა გაუწია, რომელიც მოსწავლეებს საგნობრივ დისციპლინებთან ერთად, სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას ასწავლის.
იხილეთ ფოტოები: