ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში კლავიატურაზე სწრაფი ბეჭდვის ჩემპიონატი ჩატარდა
10-03-2025

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია საინტერესო ინიციატივებით. 

ახლახან, V და VI კლასებში ჩატარდა კლავიატურაზე სწრაფი ბეჭდვის ჩემპიონატი, სადაც სკოლის  ნიჭიერმა მოსწავლეებმა წარმოუდგენელი შედეგი აჩვენეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს იყო შოუ არა მხოლოდ სიჩქარის, არამედ ნიჭის, შრომისმოყვარეობისა და ერთიანობის.

გამოვლინდა გამარჯვებულები - ბარბარე კუხიანიძე, საბა ხურციძე, ბარბარე ჯიშკარიანი, ვატო ღვინიანიძე, საბა კოპალეიშვილი და ქეთი ონიაშვილი.

გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები და პრიზები.

ხოლო კლავიატურაზე სწრაფად ბეჭდვაში, ყველაზე სწრაფი საბა ხურციძე დაჯილდოვდა განსაკუთრებული პრიზით.

„კლავიატურაზე სწრაფი ბეჭდვის ჩემპიონატი მოსწავლეებს უვითარებს: დროის მართვის, პრობლემის გადაჭრის, ინფორმაციის სწრაფად დამუშავების, კლავიატურის ცოდნის, კლავიატურაზე თითების კოორდინაციის, სისწრაფისა და სიზუსტით ბეჭდვის უნარებს“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

ჩემპიონატს ორგანიზება კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლებმა -  ზურა ხაკიანმა და დოდო ხობელიამ გაუწიეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203