დაბა ურეკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტი ინგლისურენოვან საინფორმაციო გადაცემად გარდაქმნეს
10-03-2025

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისეო აქტივობებით სწავლობენ. პედაგოგი სოფიო აფშილავა-აკობია  მოსწავლეებს გაკვეთილებს სხვადასხვა აქტივობით უმრავალფეროვნებს, რაც მოსწავლეთა სასწავლო შემართებაზე აისახება. 

მათ შორის აღსანიშნავია, V კლასელთა საინტერესო გაკვეთილი, სადაც მოსწავლეებმა  სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტი საინფორმაციო გადაცემად გარდაქმნეს. 

მოსწავლეებმა დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვეს თავი, ინგლისური ენის ცოდნა წარმოაჩინეს და სიტყვათა მარაგი გაიმდიდრეს და ეს ყველაფერი ხალისითა და დიდი ინტერესით გააკეთეს. 

პედაგოგს ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და მადლობას უხდის მათ მშობლებსა და მე-10 კლასელებს დახმარებისთვის. 

„მადლობა მშობლებს გვერდში დგომისთვის და მე-10 კლასის მოსწავლეებს - ქეთა ბაკურაძეს, ლიზა ხომერიკს, ელენე ფუტკარაძეს, საბა თუთაშვილს, მარიამ გოგუაძეს, გიო აჩელაშვილს, გიო აჩელაშვილსა და თეკლა ძნელაძეს გაწეული დახმარებისთვის“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...