ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურება.
მათ შორის აღსანიშნავია, დედის დღისადმი მიძღვნილი ლამაზი ღონისძიება, რომელიც დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა გამართეს.
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ, სკოლაში მიიპატიჟეს დედიკოები, რომლებსაც დიდი სიყვარულით მიუძღვნეს სიმღერები და ლექსები, ბოლოს კი საკუთარი ხელით დამზადებული საჩუქრები გადასცეს.
პატარებმა დედებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: