ჭყვიშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „დედის დღეს“ უცხოურ ენებზე ღონისძიება მიუძღვნეს
07-03-2025

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ჭყვიშის საჯარო სკოლაში სასწავლ პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მრავალფეროვანი თემატური ღონისძიებები ხშირად ტარდება, რომლებიც მიმართულია მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენისა და თანამშრომლობითი კულტურის განვითარებისკენ.

ახლახან ჭყვიშის საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა უცხოურ - ინგლისურ და გერმანულ ენებზე.

ბავშვებისთვის აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა არა მხოლოდ ემოციური, არამედ ძალზე საინტერესო გახლდათ, მით უმეტეს, რომ მათ მიეცათ საშუალება წარმოეჩინათ უცხოური ენის დასწავლისას მიღწეული შედეგები და რაც მთავარია, კიდევ ერთხელ ეთქვათ დედიკოებისთვის, რომ ისინი ძალიან უყვართ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203