
მარტვილის მუნიციპალიტეტის, წაჩხურას საჯარო სკოლის პედაგოგები, დირექციის მხარდამხარ ზრუნავენ იმაზე, რომ ქვეყანას აღუზარდონ განათლებული, პატრიოტი ეროვნული ღირებულებების მატარებელი, ღირსეული მოქალაქეები.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის მრავალფეროვანი აქტივობები რომლებშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ და შემოქმედებით უნარებსაც წარმოაჩენენ.
ახლახან, წაჩხურას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ემოციური ღონისძიება მიუძღვნეს „დედის დღეს“ და ასე მიულოცეს დედიკოებს, ბებოებს, საყვარელ მასწავლებლებს გაზაფხულის ეს ულამაზესი დღესასწაული.
ბავშვებმა შეასრულეს მუსიკალური ნომრები, წაიკითხეს ლექსები და ასე მოეფერნენ თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ადამიანებს - დედიკოებს.
იხილეთ ვიდეო