„დედა ერთია ამ ქვეყანაზე“ - კაცხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედიკოებს ემოციური ღონისძიება მიუძღვნეს
07-03-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის, კაცხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით მონაწილეობენ სასკოლო ცხოვრებაში. ამის დასტურია ის თემატური აქტივობები, რომლებიც სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს ეძღვნება და ბავშვების მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

ამჯერად, კაცხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღეს ემოციებით დატვირთული ღონისძიება მიუძღვნეს - „დედა ერთია ამ ქვეყანაზე“;

ბავშვებმა სასკოლო საზოგადოების ქალბატონებს ხელნაკეთი საჩუქრები და ყვავილები გადასცეს, ბედნიერი დღეების სიმრავლე უსურვეს და კარგი შვილობის პირობაც დადეს.

„სკოლის დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ქალთა დღე; მასწავლებლებსა და მშობელთა კომიტეტის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის. მრავალი ასეთი ლამაზი დღე ჩვენს სკოლას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში

იხილეთ ფიტიები და ვიდეო





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203