
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ორჯის საჯარო სკოლაში გაზაფხულის შემობრძანება და ქალთა დღესასწაული შთამბეჭდავი ღონისძიებით აღნიშნეს.
ბავშვებმა დიდი სიყვარულით მიულოცეს ქალბატონებს ეს მნიშვნელოვანი თარიღი, შეასრულეს სიმღერები, ცეკვები, წაიკითხეს ლექსები და მშობლიური სკოლის ისტორია კიდევ ერთი ლამაზი აქტივობით გაამდიდრეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში ორჯის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ხოლო ხელმძღვანელი გახლდათ პედაგოგი ივეტტა პეტროსიანი.
იხილეთ ფოტოები: