გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 8 მარტი პედაგოგებსა და მშობლებს ღონისძიებით მიულოცეს
07-03-2025

საჩხერის მუნიციპალიტეტის, გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლა წლებია დგას მოსწავლეთა განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ,  თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და რაც მთავარია თითოეული ბავშვი აქტიურად იყოს ჩართული სასკოლო ცხოვრებაში.

ამ მიზნით გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობები ტარდება, რომლებში მონაწილეობაც გუნდურობას ასწავლის და აძლევს მათ შესაძლებლობას, წარმოაჩინონ შემოქმედებითი უნარები. 

ამჯერად, გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლა გაზაფხულის შემობრძანებასა და 8 მარტს ღონისძიებით შეეგება.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები, ცეკვები და დიდი სიყვარულით მიულოცეს პედაგოგებს, მშობლებსა და თანაკლასელებს ქალთა დღე. 


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...