
გაზაფხულის შემობრძანება და დედის დღე ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში გრანდიოზულად აღინიშნა.
„გაზაფხული და დედა სიცოცხლის საწყისი“ ამ სახელწოდებით გამართულ კონცერტზე ერთმანეთს ცვლიდა სკოლის მოსწავლეთა მიერ შესრულებული მრავალფეროვანი ნომრები ლექსი თუ სიმღერა, პიესა თუ ცეკვა და არაჩვეულებრივი წამყვანები.
ღონისძიებას განსაკუთრებით ალამაზებდა სკოლის გუნდის (ხელმძღვანელი მეგი შარაბიძე) მიერ შესრულებული სიმღერები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მიწვეული სტუმრები, მშობლები, სკოლის დირექცია, მასწავლებლები და მოსწავლეები.
ორგანიზორი გახლდათ მუსიკის მასწავლებელი ნათელა გურეშიძე, რომელსაც ტექნიკურ დახმარებას უწევდა საინფორმაციო მენეჯერი თეა გუჯაბიძე.
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას დავიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს და საყვარელ ქალბატონებს დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცეს.
იხილეთ ფოტოები: