ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება - „დედა, გილოცავ დედის დღეს", რომლის ორგანიზატორიც იყო IV კლასის ხელმძღვანელი ჯილდა ივანიძე და მასში მოსწავლეებთან ერთად მშობლებიც იყვნენ ჩართულნი.
ღონისძიება ძალიან საინტერესო და სახალისო იყო დამსწრე საზოგადოებისთვის.
მოსწავლეებმა დედები ჩართეს სხვადასხვა აქტივობებში მაგ.: „დედის ამოცნობა", „ბლიც კითხვები დედებთან და მოსწავლეებთან“, „კითხვარის შეფასება“ და ა.შ. ღონისძიება მოსწავლეებმა სიმღერებით და ცეკვებით გაალამაზეს.
აწყვიტის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები ულოცავენ ყველა დედას დედის დღეს და ბედნიერ დედობას უსურვებენ მათ.
იხილეთ ფოტოები: