
დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში პოეტ მირზა გელოვანის დაბადების დღე გასვლითი ღონისძიებით აღინიშნა.
„2 მარტს მირზა გელოვანის დაბადების დღესთან დაკავშირებით დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მეოთხე კლასის დამრიგებელმა, მანანა ძებნიაურმა მოსწავლეები მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმში წაიყვანა .
ბავშვებმა წაიკითხეს პოეტის ლექსები და მისი ბიოგრაფიული ცნობების ნაწყვეტები. მუზეუმის დირექტორმა ქალბატონმა ციცინო გაბიდაურმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს სტუმრობისათვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: