ქუთაისის N32 საჯარო სკოლის ინგლისური ენის კლუბის წევრებმა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ოსკარ უაილდის „ბედნიერი უფლისწული“ წაუკითხეს
07-03-2025

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლა ინგლისური ენის მასწავლებლის  თ.ციცვიძის ინიციატივით საინტერესო აქტივობა ჩატარდა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღასანიშნავად. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე (World Read Aloud Day) ყოველწლიურად აღინიშნება რათა ხაზი გაესვას კითხვის ძალას, განათლების მნიშვნელობასა და წიგნების სიყვარულის გაღვივებას.

ინგლისური ენის კლუბის Beam With Books-ის წევრებმა დაწყებითი საფეხურის III, III და III კლასების მოსწავლეებს წაუკითხეს ოსკარ უაილდის „ბედნიერი უფლისწული“ და შესთავაზეს საინტერესო აქტივობები ტექსტის გააზრებისა და ლექსიკის გამოყენების მიმართულებით.

II კლასის მოსწავლეებს კი IV კლასმა უმასპინძლა.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცოდნის გაზიარება, რაც მოსწავლეებში მოტივაციასა და პასუხისმგებლობის გრძნობას აძლიერებს. ეს დღე შესანიშნავი შესაძლებლობაა, რათა დავაფასოთ კითხვის მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში. წიგნების სიყვარული ბავშვობიდან ყალიბდება, ხოლო მათი ხმამაღლა კითხვა არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ სასიამოვნოც არის. ამიტომ, მოდით, დავუთმოთ დრო კითხვას, გავუზიაროთ ეს გამოცდილება სხვებს და ერთად გავაძლიეროთ ცოდნისა და განათლების ძალა“, - აღნისნა პედაგოგმა. 


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203