ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს წარმტაცი ღონისძიება მიუძღვნეს
07-03-2025

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნობრივ დისციპლინებთან ერთად, სითბოსა, სიყვარულის, გაზიარებას ასწავლიან.

სწორედ, სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვას ისახავდა მიზნად, ტყვირის საჯარო სკოლაში გამართული დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. 

ღონისძიებაში დაწყებითი კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მათ  ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს დედებს 3 მარტი და დღეგრძელობა და ბედნიერ დღეთა სიმრავლე უსურვეს. 

ბავშვებმა ასევე დედის როლი და ამაგი აღნიშნეს და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203