
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები.
მათ შორის აღსანიშნავია, 3 და 8 მარტისადმი მიძღვნილი წარმტაცი ღონისძიება - „გაზაფხულის დღესასწაული - ქალი“.
მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს მრავალფეროვანი ნომრები მიუძღვნეს - დაწყებითი საფეხურის მოწაფეებმა შეასრულეს სიმღერები, იცეკვეს, წარმოადგინეს დადგმები, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები.
ბავშვებმა დედებსა და პედაგოგებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და მასწავლებლებსა და მონაწილე მოსწავლეებს მადლობას უხდიან.
იხილეთ ფოტოები: