
ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები ფრანგულ ენას ხალისითა და ინტერესით ეუფლებიან, ცოდნასა და შესაძლებლობებს კი სხვადასხვა კონკურზე წარმატებით წარმოაჩენენ.
ამჯამად, VI კლასის მოსწავლეები - თეკლა ბუხრიკიძე და ბარბარე იეთიში ემზადებიან ფრანკოფონული კონკურსისთვის „გადავარჩინოთ ოკეანეები“, რომლის ორგანიზატორები არიან საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაცია.
მუშაობის პროცესში მოსწავლეებთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი სკოლის ფრანგული ენის პედაგოგი მანანა ნაროუშვილი და ხელოვნების პედაგოგი ვერა ლომიძე.
იხილეთ ფოტოები: