
თბილისის N103 საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე და იმავდროულად, სკოლაში პრიორიტეტულია მშობელთა აქტიური ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.
ყველასთვის ცნობილია, მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობა მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში, მისი დადებით ზეგავლენა ბავშვის ქცევაზე, რაც პოზიტიურად განაწყობს სასწავლო პროცესის მიმართ.
სწორედ ასეთი მიდგომებიდან გამომდინარე, თბილისის N103 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა, ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, „დედის დღეს“ მოიწვიეს მშობელი და მხატვარი ანნა იაკობაშვილი ხატვის მასტერკლასზე.
„ჩვენმა პატარებმა ნახატი მიუძღვნეს დედიკოებს დღესასწაულზე. ძალიან პოზიტიური და ემოციებით სავსე დღე იყო. მადლობა ანნას თანამშრომლობისათვის და მშობლებს მხარდაჭერისათვის. გილოცავთ გაზაფხულსა და დედის დღეს“, - ასე გამოეხმაურა თბილისის N103 საჯარო სკოლა დედის დღისადმი მიძღვნილ აქტივობას
იხილეთ ფოტოები: