ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას ღია გაკვეთილი მიეძღვნა 
07-03-2025

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

სწორედ, ჯანსაღი ცხოვრების თემას მიეძღვნა ქართულ ენაში ჩატარებული ღია გაკვეთილი, რომელიც მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. 

მოსწავლეებმა პრეზენტაცია გამართეს და ისაუბრეს ჯანმრთელობის საკითხებზე, სწორ კვებაზე, სპორტის მნიშვნელობაზე. ბავშვებმა საკითხის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და ნათლად გააცნობიერეს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203