
ხვალ, ქალთა საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ. ამ ლამაზ დღესასწაულს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობით აღნიშნეს.
მე-3 კლასის მოსწავლეებმა საყვარელი ქალბატონებისთვის დეკორატიული ნივთები შექმნეს.
აქტივობა მოსწავლეებს პედაგოგმა - ანა მერებიშვილმა შესთავაზა, რომელიც პატარებს საგნობრივ დისციპლინებთან ერთად, სითბოს, სიყვარულის გაზიარებას, პატივისცემას ასწავლის.
აქტივობა მოსწავლეებისთვის მეტად სახალისო აღმოჩნდა, ბავშვებმა შემოქმედებითი ნიჭი და უნარები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: