
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად შემაჯამებელი, კომპლექსური ბუნების გაკვეთილი ჩატარდა დაწყებითი საფეხურის მეოთხე კლასის მოსწავლეებთან მათემატიკაში.
შემაჯამებლის თემა იყო: სიგრძის საზომი ელემენტები, პერიმეტრი და მთელის ნაწილები.
გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა გაზომეს სხვადასხვა საგნები და ამოხსნეს ამოცანები და ინტერესით იყვნენ ჩართულნი პედაგოგის მიერ მიცემულ დავალებებში.
იხილეთ ფოტოები: