დაშბაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
07-03-2025

ხვალ, ქალთა საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ. ამ ლამაზ დღესასწაულს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები წარმტაცი ღონისძიებით გამოეხმაურნენ. 

მოსწავლეებმა მხატვრულად წაკითხული ლექსებით, მინი წარმოდგენებით, სიმღერებითა და ცეკვებით დიდი სიყვარული გამოხატეს ქალბატონების მიმართ და მათ მარტის დღესასწაულები მიულოცეს.

ბავშვებმა განსაკუთრებული მადლიერება დედების და პედაგოგების მიმართ გამოხატეს და დღეგრძელობა და ბედნერ დღეთა სიმრავლე უსურვეს. 

აღსანიშნავია, რომ დაშბაშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცონის ამაღლებისა და შემოქმედებითი ნიჭის განვითარება-წახალისების მიზნით არაერთი ღონისძიება იმართება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203