
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მზრუნველი და მოსიყვარულე მასწავლებლები ამ ლამაზი გრძნობების გაზიარებას მოსწავლეებსაც ასწავლიან.
სითბოსა და სიყვარულის გასაზიარებლად კი დედის დღე საუკეთესო დროა.
მოსწავლეებმა პედაგოგების ხელმძღვანელობით, ორიგინალური მისალოცი ბარათები და ხელნაკეთი ყვავილები დამზადეს. მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და დედის როლსა და ამაგს ხოტბა შეასხეს.
მოსწავლეებმა შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და ყველაზე ძვირფას ადამიანებს დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქეს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: