სკინდორის საჯარო სკოლაში საინტერესო ლიტერატურული შეხვედრა გაიმართა
07-03-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სკინდორის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას და მხატვრული ლიტერატურის კითხვის პოპულარიზაციას მნიშვენლოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

4 მარტს, სკინდორის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ლამარა ბრეგვაძის ინიციატივით, ლიტერატურული შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს და იმსჯელეს ქართველ მწერალთა იმ ნაწარმოებებზე, რომლებშიც ხაზგასმული იყო თუ რაოდენ მნიშვნელოვანია წიგნიერება და რა განსხვავებაა მკითხველსა და გადამკითხველს შორის.

შეხვედრა საინტერესოდ, დამსწრე საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით წარიმართა.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის შეხვედრის ორგანიზატორს და მასში ჩართულ მოსწავლე-მასწავლებლებს.

ვიდეო იხილეთ ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203