„ChatGPT-ის გამოყენება სწავლაში“ - ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგებისთვის ტრენინგი ჩატარდა
07-03-2025

ქუთაისის N24 საჯარო სკოლის ორგანიზებით თანამშრომლობითი ტრენინგი გაიმართა, რომლის თემა იყო - „ChatGPT-ის გამოყენება სწავლაში“.

ტრენინგს ესწრებოდნენ ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების ინგლისური ენის პედაგოგები. 

ღონისძიებას სტუმრობდა სამი უცხოელი ტრენერი - Andrey Shamshurin, Carl Hileman, Stearns Soso Swetnam.

ტრენინგზე ხაზი გაესვა AI ტექნოლოგიების როლს სწავლა-სწავლების პროცესში;

როგორ გამოვიყენოთ AI ტექნოლოგიები ისე, რომ გავძლიეროთ ჩვენი ადამიანური თვისებები და ღირებულებები.

მსმენელებს გადაეცათ სერტიფიკატები.

ღონისძიების შემადგენელი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა ინტერვიუ, რომელიც მოსწავლეებმა ტრენერებისგან აიღეს. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს მოწაფეებისთვის საინტერესო  პრაქტიკული გამოცდილებაა.

სკოლაში განსაკუთრებულ მადლობას უხდიან პედაგოგ სოფიკო ვაშაკიძეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203