საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-3 კლასელთა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიციებით დატვირთული ღონისძიებ​ა
13-03-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით. 

მათ შორის, განსაკუთრებულად აღინიშნა დედის დღე. სკოლაში, დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული მოეწყო. 

ერთ-ერთი პირველები მე-4 კლასელები იყვნენ, რომელსაც დედებს უპირობო სიყვარული ამჯერად ლამაზი ღონისძიებით დაუმტკიცეს. მათ როლსა და ამაგს ხოტბა შეასხეს და არაერთი ლამაზი ნომერი მიუძღვნეს.

მე-4 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მაია ხორბალაძის ხელმძღვანელობით, მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიციებით დატვირთული ღონისძიება მაღალმხატვრულად წარმოადგინეს და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.

მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებას კი კიდევ ერთი შთამბეჭდავი დღე შეემატა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203