
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ, მათ მიღწევებს ყოველთვის აღნიშნავენ და ახალისებენ.
პარაკლისის შემდეგ, სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა - დეკანოზმა მირიან სამხარაძემ გუნდურ-ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“, 2024 წლის საქართველოს ჩემპიონატის საქალაქო ეტაპზე ნაჩვენები ბრწყინვალე შედეგებისთვის მოსწავლეებსა და კლასის ხელმძღვანელებს სიგელები გადასცა.
ასევე, სერტიფიკატები გადაეცათ „კინგსის“ ოლიმპიადის 2024 წლის შემოდგომის სეზონის მონაწილე მეორე კლასის მოსწავლეებს.
იხილეთ ფოტოები: