თბილისის N28 სკოლის XI კლასის მოსწავლე ანდრია წურწუმიამ ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობის შესახებ დაწყებით კლასებში საინტერესო პროექტი წამოიწყო
11-03-2025

თბილისის N28 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მორგებულია თითოეული ბავშვის ინტერესებს. წარმატებით მიმდინარეობს პროექტებით სწავლება, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ამჟამად, სამოქალქო განათლების პროექტის ფარგლებში, მოსწავლეთა ინდივიდუალური ჩართულობა აქტიურად მომდინარეობს.

ახლახან, XI კლასის მოსწავლე ანდრია წურწუმიამ დაწყებით კლასებში საინტერესო პროექტი წამოიწყო, რომელიც „ჯანსაღი ცხოვრების“ მნიშვნელობის გააზრებას და ამ კუთხით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. 

პროექტში პატარები ხალისით ჩაერთნენ და მიღებული ინფორმაციისა და ცოდნის შედეგად ერთობლივად კედლის გაზეთი გამოუშვეს.

პროექტის ირგვლივ ანდრიას კიდევ ერთი აქტივობა აქვს დაგეგმილი, მათ შორის „მხიარული სტარტების“ სახით.

სამოქალქო განათლების პროექტის ხელმძღვანელი პედაგოგი ია ტუშური გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203