ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილითის საჯარო სკოლის მოსწავლეება დედებს წარმტაცი ღონისძიება მიუძღვნეს.
ქართული ენის პედაგოგ სედა ჭილაძის ხელმძღვანელობით, სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
მე-3 კლასის მოსწავლეებმა დედებსა და მასწავლებლებს დიდი სიყვარულით მიულოცეს დღესასწაული და დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს, წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა ნომრებით და დედებსა და მასწავლებლებს სიამაყის საფუძველი მისცეს.
ღონისძიებას ესწრებოდა სასკოლო საზოგადოებაც, ბავშვების გამოსვლებს ოვაციებით შეხვდნენ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დილითის საჯარო სკოლაში მსგავსი ტიპის ღონისძიებები აქტიურად იმართება, რაც მეტად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისა და შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებისთვის.
იხილეთ ფოტოები: