
თბილისის N36 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები არა მხოლოდ მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნაზე, არამედ მათი შემოქმედებითობის წახალისება-განვითარებაზე ზრუნავენ, ამ მიზნით კი არაერთ აქტივობას სთავაზობენ.
ამის ნათელი მაგალითია, მე-5ა კლასის მოსწავლეთა „ჩვენი საქართველოს“ გაკვეთილი, რომელიც მეტად საინტერესოდ წარიმართა.
მოსწავლეებმა შეისწავლეს სვანეთის დასახლების ტიპები და დაამზადეს სვანური კოშკის მაკეტები.
მოსწავლეებმა ნამუშევრების პრეზენტაციაც გამართეს და საკითხის ცოდნა წამოაჩინეს.
გაკვეთილს მასწავლებელი მაკა კობიაშვილი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: