ჩხუტელის საჯარო სკოლაში „საქართველოს კონსტიტუციის კვირეული“ ჩატარადა
07-03-2025

ზურაბ ეფაძის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის ჩხუტელის საჯარო სკოლაში გაიმართა „საქართველოს კონსტიტუციის კვირეული“.

აქტივობა პედაგოგ სალომე სტურუას ინიციატივით მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა: თეკლა გუგავამ, მათე ჩაფრავამ და გიორგი ფუტკარაძემ მოამზადეს და წარმოადგინეს პრეზენტაცია.

აღნიშნული აქტივობის მიზანია მოსწავლეებმა გაიაზრონ კონსტიტუციის არსი, მისი შექმნის მნიშვნელობა და უზენაესობა.

კონსტიტუცია  -  განსაკუთრებული წესით მიღებული უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე სახელმწიფოს ძირითადი კანონი. კონსტიტუცია არეგულირებს საზოგადოებაში პიროვნების სამართლებრივ მდგომარეობას, საჯარო ხელისუფლების ორგანიზაციასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. კონსტიტუცია რთული მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ინსტიტუტია. ხშირად განმარტავენ, როგორც სახელმწიფოს უზენაეს კანონს, წესების კატალოგს, ინდივიდის გარანტს სახელმწიფოსთან ურთიერთობაში და სხვა.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203