„ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნს და ერთ კალამს შეუძლია, შეცვალოს მსოფლიო” - ლაჯანის საჯარო სკოლის მოსწავლე კითხვის მნიშნელობაზე საუბრობს
07-03-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინდივიდუალიზმს დიდი ყურადღება ექცევა. პედაგოგები ყოველთვის ცდილობენ წაახალისონ და მოტივაცია მისცენ მოსწავლეებს გამოავლინონ თავიანთი თავი და ჩამოაყალიბონ კრიტიკული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.

ამჯერად სკოლა წარმოგვიდგენს მეათე კლასის მოსწავლის ლიზი ლაკვეხელიანის მიმართვას, რომელმაც წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით მისი თანატოლებს წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრა და საყვარელი ნაწარმოებიც დაუსახელა.

„ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნს და ერთ კალამს შეუძლია, შეცვალოს მსოფლიო” - ეს სიტყვები ჩემი ქართულის მასწავლებელმა (მ. მახარობლიძემ) წამიკითხა და მითხრა რომ მისი ავტორი თითქმის ჩემი თანატოლი პაკისტანელი გოგონა მალალა იუსაფაზი იყო.

„ვეფხისტყაოსნის“ შესწავლა რომ დავიწყეთ მივხვდი, რომ ამ წიგნს ნამდვილად შეუძლია მსოფლიოს შეცვლა.

დღეს, როცა მთელი მსოფლიო წიგნის კითხვის დღეს აღნიშნავს, მე გადავწყვიტე „ვეფხისტყაოსანი” ამერჩია, რადგან ვთვლი, რომ იგი ყველა ქართველის საყვარელი წიგნია და ნამდვილად იმსახურებს გამორჩეულ ყურადღებას.

ჩემო თანატოლებო, ვიკითხოთ ხმამაღლა, შევცვალოთ მსოფლიო!“, - მიმართავს ლიზი ლაკვეხელიანი მის მეგობრებსა და თანატოლებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203