კვათანის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური კონკურსი ჩატარდა
07-03-2025

აბაშის კვათანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგთა ინიციატივით სკოლაში არაერთი საინტერესო პროექტი და აქტივობა ტარდება.

მიღებული ცოდნის გამოვლენისა და სხვადასხვა ტიპის უნარების გასაუმჯობესებლად სკოლაში ჩატარდა 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სეზონის „ტვინების ბრძოლის“ კონკურსი.

მოსწავლეები რამდენიმე გუნდად იყვნენ დაყოფილნი და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ კითხვებზე პასუხის გაცემასა და თავის გამოვლენაში. აქტივობა შემეცნებითი სახალისო და საინტერესო იყო მოსწავლეებისთვის და მასში დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი.


იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203