ზერტის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა 
07-03-2025

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას არაფორმალური განათლების პროექტებში ახალისებენ და ბავშვებს არაერთ კონკურსასა თუ პროექტს სთავაზობენ.

ახლახან, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო პირველობა ჩატადა. თამაში საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

სამივე საფეხურზე გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები. მოსწავლეები მეორე საქალაქო ტურზე იასპარეზებენ. 

ზერტის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის მიმდინარეობას ხელმძღვანელობენ მათემატიკის კათედრის მასწავლებლები - ლუბა დიდებელი, მზია ბესიაშვილი და მარიამ ზაუტაშვილი. 

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს მეორე საქალაქო ტურზე“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან „ტვინების ბრძოლის“ ორგანიზატორებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203