ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დახუნძლულია როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ისე საზეიმო და გასართობი ღონისძიებებით. მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადრების მიღმა არ რჩება მნიშვნელოვანი თარიღები.
გაზაფხულის დადგომასთან ერთად, მე-5 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ირმა მაისურაძესთან ერთად აღნიშნეს დედის დღე.
მოსწავლეეებმა დედის როლსა და ამაგს ხოტბა შეასხეს, თემატური ლექსები წაიკითხეს და დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მიულოცეს დღესასწაული მათთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებს.
ბავშვებმა დედებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
იხილეთ ფოტოები: