აფხაზეთის N10 სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე ნიკა ჩიკვილაძე ინგლისური ენის ოლიმპიადაში გამარჯვების შემდეგ სასწავლო პროგრამით ბრიტანეთში გაემგზავრება
07-03-2025

აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო პროექტში ახალისებენ. მოტივირებული მოსწავლეების სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

მათ შორისაა, მე-6 კლასის მოსწავლე - ნიკა ჩიკვილაძე, რომელიც Lingostar-ის ინგლისური ენის ოლიმპიადის გამარჯვებულია. 

მოსწავლის ბრწყინვალე გამარჯვება ღირსეულად აღინიშნა, ის დიდ ბრიტანეთში ორკვირიანი სასწავლო პროგრამით გაემგზავრება.

სკოლაში მოსწავლეს გამარჯვებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ნიკა ჩიკვილაძეს ვულოცავთ კონკურსში ბრწყინვალე გამარჯვებას, კვლავაც უამრავი წარმატება ჰქონოდეს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203