საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები კლასიკურ ლიტერატურას ინოვაციური მიდგომებით სწავლობენ
07-03-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მე-10 კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე განსაკუთრებული გამოცდილების მონაწილენი გახდნენ - მათ ნახეს „ვეფხისტყაოსნის“ ანიმაციური ეკრანიზაცია, რომელიც შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის უკეთესად შესწავლაში დაეხმარებათ. 

ქართულის მასწავლებელმა, სოფიკო გორგილაძემ სწავლების ამგვარი მეთოდი გამოიყენა, რადგან მოსწავლეები ანიმაციის, კინოსა და ქართული კულტურის ნიმუშებს ეზიარონ. 

ფილმი როტოსკოპიის ტექნიკით არის გადაღებული და წარმოადგენს პირველ სრულმეტრაჟიან ქართულ ანიმაციაა ამ სტილში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ქართული ლიტერატურის სწავლება ყოველთვის მოითხოვს ინოვაციურ მიდგომებს, რათა მოსწავლეებისთვის „ვეფხისტყაოსანი“ მხოლოდ პროგრამულ ტექსტად არ დარჩეს, არამედ ცოცხალ, ვიზუალურად აღსაქმელ და შთამაგონებელ ამბად იქცეს.

„მირზა პაპუნა დავითაიას ანიმაციური ფილმი ამის მაგალითია. როტოსკოპული ტექნიკის გამოყენება ამაღლებს ვიზუალური შთაბეჭდილების ხარისხსა და გმირებს რეალისტურ მოძრაობას ანიჭებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნიაზ დიასამიძისა და იზა ლილუაშვილის მუსიკალური გაფორმება, რომელიც პოემის სულისკვეთებას იდეალურად ეხმიანება“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ მოსწავლეებისთვის მსგავსი აქტივობები კულტურულ და ინტელექტუალურ ჰორიზონტებს აფართოებს – ისინი არა მხოლოდ კითხულობენ, არამედ ხედავენ, გრძნობენ და განიცდიან „ვეფხისტყაოსნის“ სამყაროს.

სასკოლო სივრცეში მსგავსი ინიციატივები წახალისებილია! რაც მოიაზრებს:

  • კლასიკური ლიტერატურის სწავლების ინოვაციურ მიდგომას; 
  • ვიზუალური აღქმის გაძლიერებასა და ემოციური კავშირის გაღრმავებას;
  • ხელოვნების მრავალმხრივი აღქმის უნარის განვითარებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203