„მწვანე ენერგეტიკა და საქართველო“ - რუსთავის N23 სკოლის მე-10 კლასელებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
07-03-2025

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ახლახან, მე-10 კლასში, პედაგოგ ნინო ლომიძის ხელმძღვანელობით, განხორციელდა პროექტი - „მწვანე ენერგეტიკა და საქართველო.

მოსწავლეებმა მოიძიეს და დაამუშავეს ინფორმაცია მსოფლიოში მიმდინარე ენერგეტიკული  პრობლემების შესახებ. გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები თუ როგორ  შეიძლება აღნიშნული პრობლემის მოგვარება ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებით. ისეთები როგორიცაა - ქარის, მზის, გეოთერმული, ბიოენერგია და  ა.შ.

მე-10 კლასელებმა წარმოადგინეს საკუთარი ხელით შექმნილი ენერგიის ალტერნატიული წყაროს მისაღები დანადგარების მაკეტები.

მოსწავლეებმა დაამუშავეს და წარმოადგინეს ინფორმაცია შიდა ქართლში მოქმედი ქარის  გენერატორების მუშაობის შედეგების და სამომავლო პერსპექტივის შესახებ.

აღნიშნული პროექტით მოსწავლეებმა დაამტკიცეს, რომ „მწვანე ენერგეტიკა„ მსოფლიოს მომავალია და მას ალტერნატივა არ გააჩნია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203