
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს და ორიენტირებულია მოსწავლეთა ინტერესებსა და მრავალმხრივ განვითარებაზე.
საგაკვეთილო პროცესს ხარისხის მართვის ჯგუფი აკვირდება და მასწავლებლებს განმავითარებელ უკუკავშირს აძლევს.
ახლახან, ქიმია-ბიოლოგიის წამყვანმა მასწავლებელმა - ლამზირა ონიანმა - მე-7 კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე - „მცენარეთა სამეფო“.
აღნიშნული გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა: მოსწავლეებს გაეცნოთ ფოტოსინთეზის პროცესი, დაედგინათ სინათლის როლი ფოტოსინთეზის პროცესში და ემსჯელათ ფოტოსინთეზის მნიშვნელობის შესახებ
გაკვეთილი გამოირჩეოდა მრავალფეროვანი აქტივობებით, რომელიც დაფუძნებული იყო მაღალ სააზროვნო უნარებზე, ცდებსა და ექსპერიმენტებზე.
აღსანიშნავია,რომ ცდისა და ექსპერიმენტისთვის რესურსები თავად მასწავლებელმა შექმნა.
გაკვეთილი დაესწრო ხარისხის მართვის ჯგუფი, რომელმაც გაკვეთილი დადებითად შეაფასა
„წარმატებას და ბევრ საინტერესო-შემეცნებით გაკვეთილს ვუსურვებთ ლამზირა მასწავლებელს ჩვენს მოსწავლეებთან ერთად!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: