
ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სასწავლო მეთოდი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა.
ახლახან, V კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მაია გეთიას ხელმძრვანელობით იმუშავეს პროექტზე - „ზღაპრის პორტფოლიო“ ( II-სესია), საგაკვეთილო თემიდან - „ჩემი ზღაპარი“ გამომდინარე.
მოსწავლეებისთვის პროექტი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვეს თავი და ცოდნა გაიმდიდრეს.
იხილეთ ფოტოები: