ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე იური გრიგორიანი კრივში საქართველოს ჩემპიონია
06-03-2025

ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, ბავშვებს მაქსიმალურად ეწყობათ ხელი საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენაში.

ამის დადასტურებაა ის, რომ ადგილობრივი მოსწავლეები სხვადასხვა მიმართულებით აღწევენ წარმატებას და მათ შორის აღსანიშნავია მათი სპორტული მიღწევები.

დღეს გაგაცნობთ ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის, მე-9 „ა“ კლასის მოსწავლეს იური გრიგორიანს, რომელმაც 2025 წლის  21-26 თებერვალს ბათუმში ჩატარებულ, საქართველოს ჩემპიონატზე კრივში,  ჭაბუკ ვაჟთა შორის, ოქროს მედალი მოიპოვა.

„იური გრიგორიანი გახდა საქართველოს ჩემპიონი. სკოლა სიამაყით ულოცავს მას ამ გამარჯვებას და უსურვებს წარმატებას ევროპის ჩემპიონატზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...