გორელოვკის N3 სკოლის კურსდამთავრებულმა მე-12 კლასელებს ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის შესახებ გამოცდილება გაუზიარა
06-03-2025

2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია უკვე გამოცხადდა. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში ამ მნიშვნელოვან ფაქტს საინტერესო საინფორმაციო შეხვედრით გამოეხმაურნენ. 

სკოლის კურსდამთავრებულმა - ანა ბერიძემ მე-12 კლასის მოსწავლეებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და ესაუბრა მათ თუ როგორ უნდა აარჩიონ და დაალაგონ საკუთარი პრიორიტეტების გათვალისწინებით უნივერსიტეტები, რა უნდა გაითვალისწინონ სპეციალობის არჩევისას და ა. შ. 

შეხვედრა მეტად საინტერესოდ წარიმართა, აბიტურიენტებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

სკოლაში მადლობას უხდიან კურსდამთავრებულს სტუმრობისა და საინტერესო შეხვედრის ჩატარებისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203