„აბა, გამოიცანი!“ - თბილისის N212 სკოლაში მე-9 კლასელთა ორგანიზებით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური თამაში მოეწყო
07-03-2025

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარების მიზნით, არაერთი ღონისძიება იმართება. 

საინტერესოდ წარიმართა მე-9 კლასის მიერ ორგანიზებული ინტელექტუალური თამაში - „აბა, გამოიცანი!“. ღონისძიებაში II-III-IV-კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

თამაში მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა. გაიმარჯვეს მე-2 და მე-3 კლასებმა.  

ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსწავლეთა მშობლები და პედაგოგები.

„საინტერესო, ემოციებით დატვირთული კონკურსი იყო, იხალისეს ჩვენმა მოსწავლეებმა“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან მე-9 კლასელებს, მონაწილე ბავშვებსა და დამსწრე საზოგადოებას. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203