„ვამაყობთ თითოეული მათგანით“-ოზურგეთის N2 სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ქართული და ინგლისური ენების ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს
06-03-2025

ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერით აქტიურად არიან ჩართულნი, სხვადასხვა კონკურსში. თავიანთი ცოდნითა და მონდომებით გამოწვევებს ღირსეულად ხვდებიან და წარმატებით წარმოაჩენენ შესაძლებლობებს. 

ამჯერად, მოსწავლეებმა „კინგსის“ საგნობრივ ოლიმპიადებში ისახელეს თავი. 

 მე-5კლასის მოსწავლე ანი გიორგაძემ „კინგსის“ ქართული ენის ოლიმპიადაში იასპარეზა წრმატებით. (საგნის მასწავლებელი: ნინო ბილიხოძე). 

მე-5 კლასელებმა ბარბარე ხომერიკმა და ნიკოლოზ გორდელაძემ კი ინგლისური ენის ოლიმპიადასი წარმოაჩინეს შესაძლებლლობები. (საგნის მასწავლებელი: ანი ნოზაძე).

 მე-5 კლასის დამრიგებელი ლია გოხიძე გახლავთ. 

ოლიმპიადაში მონაწილეობისა და მიღწეული წარმატებების აღსანიშნავად, მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები და დიპლომები.

„ვამაყობთ თითოეული მათგანით და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მომავალში!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203