
თბილისის N141 საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ როგორც მოსწავლეთა ხარისხიან საგნობრივ განათლებაზე, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარება-წარმოჩენაზე. ამ მიზნით კი არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ.
5 მარტს, სკოლის სააქტო დარბაზში, მე-5 პირველი კლასის მოსწავლეებმა, სადამრიგებლო საათის ფარგლებში გამართეს ღონისძიება-სპექტაკლი სახელწოდებით - „ჯადოსნური ქვეყანა“.
ბავშვებმა სტუმრებს მიულოცეს გაზაფხულის შემობრძანება, როლები ოსტატურად მოირგეს და სცენაზე სხვადასხვა ზღაპრის გმირი გააცოცხლეს, დამსწრე საზოგადოება ბავშვობაში დააბრუნეს და ზღაპარში ამოგზაურეს.
იხილეთ ფოტოები: