ქუთაისის N13 საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა.
მე-5 კლასელებმა დედის დღე აღნიშნეს და ყველაზე ძვირფას ადამიანებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
მოწაფეებმა დედის როლსა და ამაგს ხოტბა შეასხეს და დედაშვილობის ყოვლისმომცველი გრძნობა აქეს და ადიდეს.
„...თუ დეკემბერში აენთო ბაღი პირველად დედას დავუკრეფ იებს...“ დეკემბრისა რა მოგახსენოთ, მაგრამ იისფერ გაზაფხულზე, ბუნება როცა შობას დღესასწაულობს, „ცხოვრების დიდი საწყისის“ ზეიმიც იმართება ხოლმე. იისფერი გაზაფხული იდგა მე-13 საჯარო სკოლაში, დედის დღის საგალობელი. „აქა ვარ შვილო -რუდუნებით ნაძერწი სიტყვებით ეხმიანებოდნენ სათნო დედები შვილების მოკითხვას. ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში მცხოვრებთ ღრმად ატყვიათ დედის ნაჭდევი ღირებულებები. მეხუთეკლასელებიც სინაზითა და სითბოთი გადმოსცემდნენ დედის ცრემლებზე ამოსული იის, დედის თვალებით დანახული სამყაროს, სუსტი ქალის, მაგრამ ძლიერი დედის, სამშობლოსთვის საამაყო შვილების აღმზრდელ დედათა ხოტბას. ლურჯთვალა იებივით ციმციმებდნენ ლაღი და სხივოსანი გოგო-ბიჭები. დედაშვილობის ყოვლისმომცველ გრძნობას დაეტყვევებინა მსმენელნი. დედის ხატებით, ეშხითა და სინაზით მოიხიბლა დამსწრე საზოგადოება. გვჯერა, ეს ბავშვები კიდევ არაერთხელ გაგვაოცებენ. მადლობა, ამ დაუვიწყარი ემოციებისათვის თითოეულ მონაწილეს, მათ მშობლებს და პედაგოგებს“,- აღნიშნავენ სკოლაში, ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა.
იხილეთ ფოტოები: